პროექტის მთავარი იდეა (თემა) : როგორ გადავარჩინოთ
სიცოცხლე? როგორ შევუნარჩუნოთ
ადამიანს ჯანმრთელობა?
პროექტში მონაწილეთა
ასაკი
17-18 წელია.
პროექტის ხანგრძლივობაა საშუალოდ
3 თვე.
პროექტის განმავლობაში
დაგეგმილი აქტივობები ძირითადად
პრაქტიკული სამუშაოებით შემოიფარგლება. ასევე შესაძლოა დაიგეგმოს
პირველადი სამედიცინო დახმარების
აღმოჩენის დროს დასწრება
საავადმყოფოში.
პროექტის მიზანია, რომ მსმენელთა უმეტესობას
შეეძლოს ექსტრემალურ სიტუაციაში,
დაბნევის გარეშე დაზარალებულისთვის სხვადასხვა
სახის დახმარების აღმოჩენა
და შესაბამისად, უმეტეს
შემთხვევაში გამოირიცხოს შემთხვევის
ფატალური შედეგით დასრულება.
ამ პროექტის
შედეგად ჩვენ მივიღებთ
ადამიანთა თუნდაც პატარა
ჯგუფს, რომელსაც შეეძლება,
გამოძახებული დახმარების მოსვლამდე
სასიკეთოდ შეცვალოს
მოცემულ სიტუაციაში არსებული
არცთუ სახარბიელო რეალობა.
პროექტის ხელმძღვანელი: ვლ. ჭინჭარაული
ბლოგი: valdano777.blogspot.com
No comments:
Post a Comment